პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილება აცხადებს სტაჟირების კონკურსს


25.03.2024

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო განყოფილება (ქალაქ ბერლინში) აცხადებს სტაჟირების კონკურსს.

კონკურსის შედეგად შეირჩევა ერთი აპლიკანტი, რომელსაც მიეცემა სტაჟირების გავლის შესაძლებლობა.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედითუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება მიმდინარე წლის 29 მარტის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ მისამართზე:

[email protected]

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4);

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

შერჩევის პროცესში გასაუბრების დანიშვნის შემთხვევაში, გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს.

სტაჟიორს მიეცემა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი.

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

სტაჟირების დაწყების სავარაუდო თარიღი: 1 მაისი, ვადა - 3 თვიდან 6 თვემდე.