პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

Globalize-ის პირველი კონფერენცია სილიკონის ველზე


07.04.2022

2022 წლის 15 აპრილს, Globalize კალიფორნიაში, სილიკონის ველზე პირველ კონფერენციას გამართავს, რომელიც “საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა” და „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

Globalize Silicon Valley Conference თავს მოუყრის ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს სხვადასხვა შტატებიდან, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებსა და მოწვეულ სპიკერებს, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ ინვესტიციებსა და მზარდ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში არსებული ტენდენციები.

ღონისძიების მიზანია, დამყარდეს საჭირო კავშირები სტარტაპებსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შორის, რათა სამომავლოდ, მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების, ტექნოლოგიების გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება თუ მხარდაჭერა ამერიკის ბაზრის ათვისების კუთხით.

კონეფერენციაზე 20-მდე სპიკერი იქნება წარმოდგენილი. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა Google, Meta, Cisco და სხვა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებში დიდი გამოცდილების მქონე ქართველები.

აღნიშნული ღონისძიება ქართული სტარტაპებისთვის წარმოადენს უნიკალურ პლატფორმას, ბიზნეს კონტაქტების დასამყარებლად, ინოვაციური იდეების გაცვლისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://bit.ly/37soE93

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://bit.ly/35Oeuiz