პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გრაცში ქართულმა საკვირაო სკოლამ „იმედი“ საშობაო ღონისძიება გამართა


06.01.2020

ამა წლის 5 იანვარს, ქ. გრაცში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის  ქართული საკვირაო სკოლა იმედისორგანიზებით, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის საშობაო ღონისძიება გაიმართა. ზეიმი ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მოეწყო.

საშობაო ზეიმზე საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სპექტაკლი „საშობაო ზღაპარი“. ღონისძიების ფარგლებში, სკოლის აღსაზრდელებმა ასევე შეასრულეს ქართული საბავშვო მუსიკალური ნაწარმოებები.

საშობაო კონცერტს ესწრებოდნენ გრაცში მცხოვრები ქართული დიასპორის, „ავსტრიის ქართული სათვისტომოსა“ და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები.

გრაცის ქართული საკვირაო სკოლა „იმედი“ 2019 წლის ივლისში დაარსდა და იგი მიზნად ისახავს შტირიის მხარეში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ქ. გრაცში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას. სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია რუსუდან ზაზაშვილი.