პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“ღვინის სამშობლო - საქართველო” პორტუგალიურად ითარგმნა


23.05.2022

19 მაისს ქალაქ ლისაბონში გაიმართა ქართველი მწერლის დათო ტურაშვილის წიგნის ''ღვინის სამშობლო - საქართველო" პორტუგალიურ ენაზე ნათარგმნი გამოცემის პრეზენტაცია. 

ღონისძიება ორგანიზებული იყო პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ. პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი მირცხულავას შესავალი სიტყვისა და წიგნის ავტორის, დათო ტურაშვილის მიმართვის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას, პორტუგალიის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ღვინის მოყვარულ საზოგადოებას და ქართველ და უცხოელ სტუმრებს წარედგინათ მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ეძღვნება ღვინის მსოფლიო ისტორიაში  საქართველოს უდავოდ გამორჩეული როლის დემონსტრირებას. 

რაც შეეხება თვითონ გამოცემას, დათო ტურაშვილი ილუსტრირებულ წიგნში ცდილობს, მკითხველს უჩვენოს საკუთარი და, ზოგადად, ქართველის ემოციური დამოკიდებულება მშობლიური ვაზისა და ღვინის მიმართ, რომლის ისტორიაც, როგორც ფაქტებით დასტურდება, ჯერ კიდევ დაახლოებით 8000 წლის წინ იწყება.