პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იანის დუმინშის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება


06.04.2022

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თეა მაისურაძემ მონაწილოება მიიღო ლატვიელი მაესტროს, იანის დუმინშის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

ელჩმა სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს. მან ისაუბრა მაესტრო დუმინშის როლზე საქართველოსა და ლატვიას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების პროცესში.

მაესტრო დუმინში ერთადერთი ლატვიელი ხელოვანია, რომელსაც მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება. 1957-1967 წლებში ის დირიჟორობდა საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელას, ხოლო 1982-1985 წწ იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდის მთავარი ქორმაისტერი. მის სტუდენტებს შორის იყვნენ ჯანსუღ კახიძე, ალექსანდრე კორძაია, ავთანდილ ჩხენკელი და სხვები. იანის დუმინში მჭიდროდ თანამშრომლობდა ქართველ კომპოზიტორებთან და დირიჟორებთან, ჯანსუღ კახიძესთან და ოთარ თაქთაქიშვილთან.