პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2023 წლის გამარჯვებულების ორგანიზებით ვებინარი ჩატარდება


05.09.2023

საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ 2023 წლის გამარჯვებულების ორგანიზებით, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს ჩატარდება ვებინარი, რომელიც მიეძღვნება საოკუპაციო პოლიტიკის ისტორიულ განზომილებებსა და შემდგომი პერიოდის საერთაშორისო გამოხმაურებას.

ვებინარის თემაა: „საქართველოს ოკუპაცია და დეოკუპაცია: ისტორიული პერსპექტივა და დღევანდელი რეალობა“.

თარიღი: 10 სექტემბერი, თბილისის დროით 20:00.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ბმულს:

https://www.facebook.com/events/3647046372229639/

ასევე, ახალგაზრდა ელჩების სოციალური მედის გვერდს:

https://www.facebook.com/YoungAmbassadorsofGeorgia

 

აღნიშნული პროგრამის ამოცანაა ახალგაზრდა ელჩების მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.