პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინოვაციური გრანტები რეგიონებისთვის - კახეთი


12.10.2023

მიმდინარე საგრანტო კონკურსით ფინანსდება პროექტები კახეთის რეგიონიდან.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში

ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური  ეკოსისტემის  გაძლიერებას;  

ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას;

საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით

)  დამფუძნებლების კომპეტენციები; 

) ინოვაციური პროდუქტი/სერვისი;

) სამიზნე ბაზარი/კონკურენტული უპირატესობა;

) რეგიონის განვითარება და მასშტაბირების პოტენციალი;

განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 9 ნოემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://bit.ly/3sdq4Pg

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით [email protected]