პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინოვაციური მეწარმეობის საგრანტო პროგრამა საპილოტე რეგიონებში


02.02.2022

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო პროგრამას:ინოვაციური მეწარმეობის საგრანტო პროგრამა საპილოტე რეგიონებში“.

საგრანტო პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ადგილობრივი საწარმოების ბიზნეს პროცესებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მიმართული ღონისძიებების (მათ შორის, ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების გაძლიერების) მხარდაჭერა.

საგრანტო კონკურსი ინოვაციურ  მეწარმეებს საშუალებას მისცემს მიაწოდონ ბაზარს ახალი პროდუქცია და მომსახურება, განავითარონ რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვი და რეგიონული ეკონომიკის პროდუქტულობის დონე.

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

ინოვაციების დანერგვას, ტესტირებას ან გაუმჯობესებას მათი შემდგომი კომერციალიზაციისთვის;

მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებას;

საპილოტე რეგიონებში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, დამატებით ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას და ასევე, რეგიონების ადმინისტრაციულ ცენტრებში საჭირო ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და დანადგარების არსებობას;

რეგიონული ინოვაციური და/ან ტექნოლოგიური პოტენციალისა და ეკოსისტემის გაძლიერებას.

ინოვაციური მეწარმეობის გრანტი გაიცემა:

- პროტოტიპირებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, ინტელექტუალური საკუთრების განაცხადებისა და საზღაურებისთვის. კვლევითი და საცდელი მომსახურებებისა და ქვეკონტრაქტებისთვის, შემუშავებული ინოვაციების ტესტირება და გამოცდისთვის, ბიზნეს გეგმის მომზადება შემდგომი კაპიტალის მობილიზებისათვის, კომერციალიზაციისთვის;

- ბიზნეს პროცესში ინოვაციური ან ტექნოლოგიური  ელემენტის ინტეგრირებისთვის (მანქანა-დანადგარების შესაძენად).

საგრანტო თანხის მაქსიმალური მოცულობაა 100 000 ლარი

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 28 თებერვალი, 23:59.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/349vQpa