პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირლანდიაში საქართველოს საპატიო კონსულისა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერა უკრაინას!


22.03.2022

2022 წლის 16 მარტს, ირლანდიაში საქართველოს საპატიო კონსულის, ჯეიმს ბრიჯმანისა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
საქველმოქმედო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა და ირლანდიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლარისა გერასკომ სიტყვით მიმართეს.
გიორგი ზურაბაშვილმა გამოხატა საქართველოს თანადგომა და მტკიცე მხარდაჭერა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ.
ღონისძიებაზე შეგროვებული თანხა გადაირიცხა უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ომის შედეგად დაზარალებულ იძულებით გადაადგილებულ და მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.