პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირლანდიის საელჩოში ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა


05.04.2023

მიმდინარე წლის 31 მარტს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ირლანდიაში მოღვაწე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებსა და მწვრთნელებთან.

შეხვედრის ფარგლებში, სპორტის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ საელჩოსთვის თავიანთი საქმიანობა, მიღწევები და არსებული გამოწვევები.

ირლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა სპორტის სფეროში ჩვენი თანამემამულეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და მათ წარმატებები უსურვა. მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის, განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიული მიღწევების შესახებ.

საელჩოს კონსულმა, ნინო შამუგიამ მოსულ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საკონსულო საქმიანობის შესახებ და საკონსულო სფეროში დასმულ კითხვებს უპასუხა.