პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!


16.10.2023

საქართველოს საელჩო ისრაელში, ისრაელის სახელმწიფოში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით,  ავრცელებს სარეგისტრაციო ფორმას და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს შევსებისკენ, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათთან დაკავშირება.

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად, ეწვიეთ ბმულს:

https://bit.ly/3M28O6g

საკონსულო რეგისტრაცია უნდა გაიარონ იმ პირებმა, რომლებმაც უკვე მოაწოდეს საელჩოს პასპორტის ასლები და ტელეფონის ნომრები.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზის ნომრები:

+972 526 919092;

+972 528 888513;

+972 547 386813;

+972 526 494293.

 

გიზიარებთ, აღნიშნულ საკითხზე, ისრაელში საქართველოს კონსულის, ზურაბ სინჯარაძის ონლაინ ჩართვის ვიდეო ჩანაწერს.