პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იტალიაში ახალგაზრდა ელჩის ინიციატივით დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ კონცერტი გაიმართა


29.05.2020

 

27 მაისს, ქართული დიასპორის დღის აღსანიშნავად, იტალიაში მცხოვრები თანამემამულეების საპატივცემულოდ, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ონლაინ კონცერტი გაიმართა. ღონისძიება იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით მოეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერასა და თანადგომას. ონლაინ კონცერტზე, რომელიც  იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს Facebook Live-ით გადაიცემოდა, ვაჟთა კვარტეტმა „ჰანგებმა“ ქართული ნაწარმოებები შეასრულეს. 

ღონისძიების მხარდამჭერები გახლდათ საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და თბილისის კლასიკური გიმნაზია.