პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იტალიაში “თბილისური დღეები მილანში” კულტურული ღონისძიებები გაიმართა


03.11.2022

15-17 ოქტომბრის პერიოდში, ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, მილანში დაფუძნებულმა ქართულ-იტალიურმა კულტურულმა ასოციაციამ ,MilaniumM&T” კულტურული ღონისძიება “თბილისური დღეები მილანში” გამართა.

აღსანიშნავია, რომ ასოციაციამ აღნიშნული პროექტით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამაში “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა” გაიმარჯვა. 

კულტურული ღონისძიებების სახით გაიმართა გამოფენა ქალაქ მილანში. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ქართველი და იტალიელი სტუმრები.

გამოფენის მეორე დღეს, რამდენიმე საინტერესო შეხვედრა შედგა. ასევე ასოციაცია “სამშობლო გულით სატარებლის” პრეზიდენტის, პოეტისა და მთარგმნელის, ქალბატონი ნუნუ გელაძისა და გიორგი სისაურის, კალიგრაფისა და პოეტის ერთობლივი პოეტური კრებული წარადგინეს.