პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იწყება განაცხადების მირება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში


22.03.2022

აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის მიზანია, მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ასევე ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული უარყოფითი ეკონომიკური გავლენის შემცირება. პროგრამის ფარგლებში ფინანსური დახმარების გაწევის გზით, როგორც არსებულ, ასევე პოტენციურ მეწარმეებს ეძლევათ შესაძლებლობა წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.

პროგრამის ორ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გაფართოება გადაიარაღებისათვის აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.

ფინანსური მხარდაჭერა ითვალისწინებს პოტენციური ბენეფიციარებისათვის მიზნობრივი გრანტის გამოყოფას მაქსიმუმ 30 000 ლარის ოდენობით.  საპილოტე რეგიონებში - იმერეთი, გურია, კახეთი,  რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის, რეგიონებში მაქსიმუმ 40 000 ლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსების არანაკლებ 90% უნდა იქნას გამოყენებული კაპიტალური დანახარჯების, ხოლო არაუმეტეს 10% -სა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს ზოგადი მეწარმეობის საკითებისა და ბიზნეს გეგმის შედგენაში ტრენინგების ჩატარებას პოტენციური ბენეფიციარებისთვის, რომლებიც წარმატებით გაივლიან პროგრამის ბიზნეს იდეების ეტაპს. 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

შენიშვნა: ბიზნესიდეის ავტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე მეწარმე-სუბიექტად,
მაგ: შპს, სს, კოოპერატივი, ამხანაგობა და ..

ბიზნესიდეების მიღება შესაძლებელია 11 აპრილამდე.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე:

https://bit.ly/3N5loAK

ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ „აწარმოე საქართველოში“ Facebook გვერდზე, ასევე დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე და ორგანიზაციის ელექტრონულ ფოსტაზე:
☎ 15 25
📧 [email protected]