პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იზმირში გიორგი ჯანჯღავამ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა


15.12.2023

2023 წლის 11 დეკემბერს, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა იზმირის ქართული მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელთან, ილქერ ილდიზთან (პაპუაშვილი) და ამავე დიასპორული ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრებთან.

შეხვედრაზე, ელჩმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ისტორიული კავშირების მნიშვნელობაზე. აგრეთვე, ელჩმა ხაზი გაუსვა ქართული დიასპორისა და სახალხო დიპლომატიის როლს და დიასპორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განმტკიცებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და პერსპექტივები.

შეხვედრის დასასრულს ელჩმა წარმატება უსურვა იზმირის ქართული მეგობრობის ასოციაციის მესვეურებს და აღუთქვა მხარდაჭერა, სამომავლოდ ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ განხორციელებულ საქმიანობაში.