პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. ბარსელონაში უკრაინის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა


06.04.2022

2022 წლის 30 მარტს, ქ. ბარსელონაში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება სახელწოდებით “სიმღერა მშვიდობისთვის“ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ესპანურმა ფოლკლორულმა ანსამბლმა “Vocal Vircan”, უკრაინულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „Coral Kalina” და საგრადა-ფამილიას მგალობელთა გუნდის შემდაგენლობამ “Petit Cor”. 

ღონისძიება გაიმართა საგრადა-ფამილიას მცირე დარბაზში, სადაც პირველად გაჟღერდა ქართული მრავალხმიანი ხალხური სიმღერები. ორგანიზატორების მიწვევით ღონისძიებას დაესწრო საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჭკუასელი. 

შემოსული თანხა მოხმარდება უკრაინაში დაზარალებულ ოჯახებს.