პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. ბერნში “ქართული ღვინის ფორუმი” გაიმართება


27.10.2021

29-30 ოქტომბერს,  შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბერნის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს, ქართული ღვინის კომპანიების, საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და კომპანია GeoHaus თანაორგანიზებით, ქ. ბერნში, გაიმართება "ქართული ღვინის ფორუმი". 

აღსანიშნავია, რომ ორდღიანი ღონისძიება წარიმართება შემდეგი ფორმატით, რომელიც მოიცავს ლექცია-სემინარებს, მოკლე ფილმების ჩვენებას, სხვადსხვა ქართული უნიკალური ღვინის ბრენდების პრეზენტაციებს, გამოფენა-დეგუსტაციას.