პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქ. შტუტგარტში ქართული კულტურის დღეები გაიმართება


03.10.2022

2022 წლის 4 და 5 ნოემბერს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ  შტუტგარტში,  ხელოვნების და მუსიკის საზოგადოების (Art Music Georgia Verein) ორგანიზებით, ქართული კულტურის დღეები გაიმართება.

საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ: ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის  სოლისტთა ანსამბლი "სულიკო" საქართველოდან, „Ziryab-Akademie Ensemble“ შტუტგარტიდან, ცნობილი ქართველი მუსიკოს-შემსრულებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონცერტში აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლი “ფესვები” ნიუ იორკიდან. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ქართველ მხატვარ-დიზაინერთა გამოფენა-გაყიდვა. კონცერტის მსვლელობისას, ჰაიდელბერგის ქართული რესტორანი „ხომლი“ სტუმრებს შესთავაზებს ქართულ კერძებსა და ღვინოს.

ღონისძიების მხარდამჭერთა შორის არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და გერმანიის კულტურის სამინისტრო.