პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქალაქ კლაიპედაში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა


04.02.2024

31 იანვარს, ქალაქ კლაიპედაში LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების ინიციატივითა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ელჩმა სალომე შაფაქიძემ და LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა მარლენ უალმა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის შესახებ, მოეწყო რეჟისორ გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ცუდი ხალხის ჩვენება და გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

დასასრულს, ღონისძიების სტუმრებს საელჩო ქართული კერძებითა და გამაგრილებელი სასმელებით გაუმასპინძლდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტები, ისე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები.

საქართველოს საელჩო ლიეტუვის რესპუბლიკაში მადლობას უხდის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტებს, რომლებმაც ორგანიზება გაუწიეს აღნიშნულ ღონისძიებას და ასევე LCC-ის საერთაშორისო უნივერსიტეტს, გულთბილი მასპინძლობისთვის.