პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები ირლანდიაში მცხოვრები მოზარდებისთვის!


06.04.2022

ქ. დუბლინის საკვირაო სკოლა "ლამპარის" პედაგოგების, ეკა ფეიქრიშვილისა და ქეთი ჯიღაურის, ინიციატივით, ამავე საკვირაო სკოლის აღსაზრდელებისთვის, 3 აპრილს კალიგრაფიის ონლაინგაკვეთილები დაიწყო! 

კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილებს “ლამპარის” მოსწავლეებს კალიგრაფები დავით მაისურაძე და ლეილა ბაღბაია გაუძღვებიან. 

ასევე მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ონლაინ გაკვეთილები ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობის შესახებ, რომელსაც გაუძღვება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური.

პროექტი ხორციელდება ირლანდიაში ქ. დუბლინის საკვირაო სკოლა "ლამპარის" პედაგოგების ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით!  

პროექტის მხარდამჭერია ფონდი, "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის”. პროექტი პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული ონლაინსკოლა "გაკვეთილები საზღვრების გარეშე"-ს ბაზაზე ხორციელდება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის”, დუბლინის ქართულ საკვირაო სკოლა “ლამპარი”.