პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“


02.11.2023

მიმდინარე წლის 10-13 ნოემბერს ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე გაიმართება საერთაშორისო დიასპორული პროექტი სახელწოდებით „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი და კულტურული აქტივობები, მათ შორის ვიზიტი ტექსელის ავიაციისა და ომის მუზეუმში, სხვადასხვა საგანმანათლებო აქტივობები, საჯარო ლექციები, კალიგრაფიის მასტერკლასები და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

10-13 ნოემბრის ღონისძიებების ფარგლებში ასევე მოეწყობა ქართველ მეწარმეთა პროდუქციის, მათ შორის, ქართული ღვინის, ჩაის, “მეწარმე ქალთა ასოციაცია ავე”-ს მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

ამავე პროექტის ფარგლებში მოეწყობა საქართელოს ტურისტული პოტენციალის გააცნობა კუნძულ ტექსზელზე შეკრებილი საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ პროექტი "ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის,“დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” ფარგლებში ხორციელდება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ნიდერლანდებში ქართული კულტურის ცენტრს:

https://www.facebook.com/GeorgischeCultuurInNederland