პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ქართული კალიგრაფია“ - დედაენის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი


02.04.2024

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით აცხადებს კალიგრაფიის კონკურსს, რომლის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ასევე, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია, როგორც საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მოსწავლეებს, ასევე, უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

კონკურსი გაიმართება სამ კატეგორიაში:

 

კონკურსანტს შეუძლია აირჩიოს ერთი კომპონენტი ან სურვილის შემთხვევაში შეუძლია აირჩიოს ერთ, ორი ან სამივე კომპონენტი.

კონკურსანტებმა, ამ სამი კატეგორიიდან შერჩეული და შესრულებული ნამუშევრების სკანირებული ასლები, მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით, უნდა გამოგზავნონ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე:

[email protected]

 

კონკურსის წესების დეტალურად სანახავად იხილეთ ინსტრუქცია (დააჭირეთ აქ). 

 

წარმოდგენილ ნამუშევარს უნდა ერთვოდეს შემდეგი ინფორმაცია:

სახელი, გვარი, ქვეყანა, ქალაქი, ასაკი, საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი).

საკვირაო სკოლის მოსწავლეებისათვის, დამატებით: საკვირაო სკოლის დასახელება, პედაგოგის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები (ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი).

კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ დიასპორის დღის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმზე, რომელიც მიმდინარე წლის 27 მაისს ქალაქ თბილისში გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

[email protected]