პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართველები საბავშვო ევროვიზიაზე


22.11.2023

ძვირფასო თანამემამულეებო, გვსურს გაცნობებთ, რომ ა.წ. 26 ნოემბერს, საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქ. ნიცაში საბავშვო ევროვიზიის რიგით 21-ე კონკურსი გაიმართება. წელს კონკურსზე, საქართველოს, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ანასტასია ვასაძე და მისი ფინალისტები, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარადგენენ, სიმღერით „Over The Sky” –  https://www.youtube.com/watch?v=HRe2yHzinP8

საბავშვო ევროვიზიის კონკურსის წესების მიხედვით, საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ონლაინ შემდეგ ბმულზე:  https://vote.junioreurovision.tv

ხმის მიცემა დაიწყება 24 ნოემბერს 23:00 საათიდან და დასრულდება 26 ნოემბერს 19:00 საათზე (თბილისის დროით).  

წინასწარ გიხდით მადლობას ქართველი კონკურსანტის მხარდაჭერისთვის!

საკონკურსო ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს:

https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge/videos/6588356514624441