პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხათუნა თოთლაძე ნიუ იორკის, ნიუ ჯერსისა და პენსილვანიის შტატებში მოღვაწე დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


31.10.2023

მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს ქ. ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის შეხვედრა ნიუ იორკის, ნიუ ჯერსისა და პენსილვანიის შტატებში მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ და გენერალურმა კონსულმა სიტყვით მიმართეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და მადლობა გადაუხადეს სხვადასხვა სფეროში მათი აქტიური მოღვაწეობისათვის. ხათუნა თოთლაძემ ასევე ისაუბრა ქართული დიასპორის როლსა და მნიშვნელობაზე უცხოეთში, მათთან ურთიერთობების გაღრმავებასა და სამინისტროს პრიორიტეტებზე.