პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხელოვნების ისტორიის გაკვეთილები ბავშვებისთვის ნიუ იორკში


29.01.2022

საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ ნიუ იორკში, მიმდინარე წლის 7 მარტიდან იწყებს ბავშვებისთვის უფასო გაკვეთილების სერიას ხელოვნების ისტორიის შესახებ.

კურსს გაუძღვება აშშ-ში მოღვაწე ქართველი ხელოვნებათმცოდნე, მარიამ ოთხმეზური-ჩარლტონი. ასევე, ბავშვებისთვის მუზეუმების სპეციალურ ტურს გაუძღვება ხელოვნების ისტორიის სპეციალისტი, კონსტანტინესიდამონ-ერისთავი. 

შემეცნებითი და ამავდროულად გასართობი პროგრამა მოიცავს ხელოვნების ისტორიას უძველესი პერიოდიდან დღემდე. ბავშვები გაეცნობიან დიდი მხატვრების ნამუშევრებს, ხატვის ტექნიკასა და სტილს. ასევე, მიიღებენ ინფორმაციას ქართული ხელოვნებისა ისტორიის შესახებ. 
გაკვეთილების პარალელურად იგეგმება ექსკურსიების მუზეუმებში, მიმდინარე წლის 13 და 20 მარტს. 

გაკვეთილებზე დაიშვებიან ბავშვები 7 წლიდან ზევით. 
პირველი გაკვეთილი ჩატარდება საქართველოს გენერალურ საკონსულოში ქალაქ ნოუ იორკში, 2022 წლის 7 მარტს, საღამოს 5 საათზე (ნიუ იორკის დროით). 
ყოველი შემდეგი გაკვეთილი იქნება მომდევნო ორშაბათ საღამოს 5 საათზე. გაკვეთილების ხანგრძლივობაა 1 საათი. გაკვეთილები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. 

პროგრამა გაგრძელდება 10 კვირის განმავლობაში.

დასწრების მსურველებს, გთხოვთ, ბავშვის სახელი/გვარი/ასაკი და თქვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი მიაწოდოთ გენერალურ საკონსულოს ელ. ფოსტაზე - [email protected]

გამოგზავნილ ელ. ფოსტაზე შემდგომში მიიღებთ გენერალური საკონსულოს მხრიდან შესაბამის დასტურს.

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.