პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქუვეითის სახელმწიფო - საქართველოს საელჩოში დიასპორასთან შეხვედრა გაიმართა


27.01.2020

ამა წლის 24 იანვარს, ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე თანამემამულეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქუვეითის სახელმწიფოში კონსტანტინე ჟღენტმა. დამსწრე საზოგადოებას ელჩი ესაუბრა საელჩოს მიმდინარე და სამომავლო საქმიანობის თაობაზე.

შეხვედრის ფარგლებში, თანამემამულეებს საელჩოს მრჩეეველმა იოსებ გამგონიძემ გააცნო ქართული დიასპორისთვის შექმნილი ვებ-პორტალი - http://gda.ge/, სადაც წარმოდგენილია ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების, პროექტებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ. ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებულმა დიასპორულმა პორტალმა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობით შეიქმნა, დიასპორის წარმომადგენლების დაინტერესება გამოიწვია.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქუვეითის სახელმწიფოში მცხოვრებ თანამემამულეებთან შეხვედრები რეგულარულ სახეს შეიძენს და იგი ჩატარდება ყოველი თვის ბოლო პარასკევს.