პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

legalaid.ge - იურიდიული დახმარების სამსახური


29.10.2021

ურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც  უზრუნველყოფს უფასო  სამართლებრივ დახმარებას მოწყვლადი ბენეფიციარებისთვის.  სამსახური 2007 წლის ივლისში შეიქმნა და  დღეისათვის,  იურიდიული  დახმარების  ბიუროებისა  და საკონსულტაციო   ცენტრების   მეშვეობით,   საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიას ფარავს.

უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს შემდეგ მომსახურებას:

იურიდიული  დახმარების  სამსახური  უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს  ბიუროების,  საკონსულტაციო  ცენტრებისა და  მოწვეულ  საზოგადოებრივ  ადვოკატთა  რეესტრის  მეშვეობით.

იურიდიული  დახმარების  სამსახური   უფასო   საადვოკატო   მომსახურებას   უზრუნველყოფს:

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, გადახდისუნარიანობის მიუხედავად, ასევე, უზრუნველყოფილია საადვოკატო მომსახურებით „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლით გათვალისწინებულ სამოქალაქო და ადმინისტრაციულ იმ საქმეებზე, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახში ძალადობის ფაქტთან.

იურიდიული კონსულტაცია

იურიდიული კონსულტაცია  გულისხმობს უფასო რჩევას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე.

იურიდიული   დახმარების   სამსახურში   კონსულტაციის   მისაღებად რაიმე დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, თუმცა სრულფასოვანი კონსულტაციის მისაღებად, სასურველია, წარმოდგენილი  იყოს  ბენეფიციარის  სამართლებრივ  პრობლემასთან  დაკავშირებული  დოკუმენტები.  იურიდიული  დახმარების   სამსახურის   უფასო   კონსულტაციით   სარგებლობა ნებისმიერ  პირს  შეუძლია. 

კონსულტაციის  მიღება შესაძლებელია, როგორც პირადად, ასევე,  ტელეფონითა და ონლაინ საშუალებით.

სამართლებრივი  დოკუმენტების შედგენა

კონსულტაციის  ფარგლებში,  საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებაც - საჩივარი,   სარჩელი,   განცხადება, შუამდგომლობა,  შესაგებელი  და  სხვ. ამისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს გადახდისუუნარობის კრიტერიუმს.

დამატებითი ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

http://www.legalaid.ge/ka