პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლიუბლიანაში ყოველწლიური საერთაშორისო დიპლომატიური საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა


02.11.2023

ლიუბლიანაში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო დიპლომატიური საქველმოქმედო ბაზრობა SILA-2023, სადაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საელჩომაც მიიღო მონაწილეობა.

სპეციალურად ორგანიზებულ საქართველოს კუთხეში წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ბრენდი და სხვადასხვა ხელნაკეთი პროდუქცია. გამართულ კონცერტზე სლოვენიელი არტისტის მიერ შესრულდა ქართული სიმღერა “არგო”, რამდენადაც როგორც ცნობილია, ლიუბლიანის დაარსების ადგილობრივი ლეგენდები არგონავტებს უკავშირებს.

ბაზრობა გაიმართა სლოვენიის პრეზიდენტის მეუღლისა და ქალაქ ლიუბლიანის მერის პატრონაჟით, რომლებმაც ქართული კუთხე მოინახულეს SILA-ს პრეზიდენტთან და სხვადასხვა ქალაქების მერებთან ერთად.