პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო


30.06.2023

ააიპ სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს მაღალმთიან რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამას. განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

პროგრამის მიზანია, თანადაფინანსების გზით, ხელი შეუწყოს მაღალმთიან დასახლებებში კერძო სექტორის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოახდინოს ახალგაზრდა მეწარმეებისა და ეკონომიკური აქტივობის ზრდის სტიმულირება.

პროგრამის ამოცანაა მაღალმთიან დასახლებებში, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია.

პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო 27 ივნისიდან.

თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. 

პოტენციური ბენეფიციარი ინდივიდუალური მეწარმისთვის,  რომლის ასაკი სააგენტოში განაცხადის წარდგენის მომენტისათვის შეადგენს: მამაკაცების შემთხვევაში - 18-დან 35 წლის ჩათვლით, ხოლო ქალების შემთხვევაში, 18-დან 40 წლის ჩათვლით, ასევე სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივებისათვის თანადაფინანსება შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 60%-ს.

განაცხადით წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულება განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სოფლის განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე:

https://bit.ly/3NAEFes