პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“მსხლების მინდორი” პორტუგალიურად ითარგმნა


23.05.2022

18 მაისს ქალაქ ლისაბონში, წიგნის მაღაზიაში "Buchholz" გაიმართა გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნანა ექვთიმიშვილის წიგნის - "მსხლების მინდორი” პორტუგალიურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც გამომცემლობა "LeYa"-სა და პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული. 

ადგილობრივ წიგნის მოყვარულთა და მკითხველთა გარდა პრეზენტაციას დაესწრნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები და პორტუგალიაში სტუმრად მყოფი ცნობილი ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი. 

"მსხლების მინდორმა" 2021 წელს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როდესაც მოხვდა ბუკერის საერთაშორისო პრემიის გრძელ სიაში. წიგნი თარგმნილია ასევე ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. პორტუგალიურ ენაზე წიგნის გამოცემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, რაზეც მეტყველებს, მათ შორის, პორტუგალიურ პრესაში და ინტერნეტ-გამოცემებში  გამოქვეყნებული სტატიებიც.