პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მცირე გრანტები საპილოტე რეგიონებისთვის


04.02.2022

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო პროგრამას: „მცირე გრანტები საპილოტე რეგიონებისთვის“.

საგრანტო პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით ადგილობრივი საწარმოების ბიზნეს პროცესებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვისკენ მიმართული ღონისძიებების (მათ შორის, ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების გაძლიერების) მხარდაჭერას. საგრანტო კონკურსი ინოვაციურ  მეწარმეებს საშუალებას მისცემს მიაწოდონ ბაზარს ახალი პროდუქცია და მომსახურება, განავითარონ რეგიონული ღირებულებათა ჯაჭვი და რეგიონული ეკონომიკის პროდუქტულობის დონე.

მცირე გრანტის მიზანია ხელი შეუწყოს:

მცირე გრანტი შეიძლება გაიცეს:

დაფინანსება შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი მიმართულებით:საქონლის, მომსახურებისა (პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების) და არაფინანსური აქტივების, მათ შორის ძირითადი საშუალებების (მანქანა-დანადგარები) შესაძენად.

საგრანტო კონკურსის დასრულებიდან თვის ვადაში სააგენტო მიიღებს გადაწყვეტილებას.

პროტოტიპის საგრანტო განაცხადი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

განცხადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 თებერვალი, 23:59.

ასევე მნიშვნელოვანია, პროექტი ხელს უწყობდეს 4 საპილოტე რეგიონში ინოვაციური წარმოებით რეგიონის პოტენციალის გაძლიერებას და შედეგად რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას. 

საგრანტო დაფინანსების ადმინისტრირებას, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.

დამატებითი ინფორმაციებისთვის ეწვიეთ:

https://bit.ly/3L3Da6t