პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნეაპოლში ქართულ-იტალიური ასოციაცია „ვაზის“ პრეზენტაცია გაიმართა


10.11.2022

22 ოქტომბერს ქ. ნეაპოლში, პიეტრასანტას ბაზილიკაში, გაიმართა ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობების ასოციაცია „ვაზის“ პრეზენტაცია. ასოციაციის მიზანია იტალიის ტერიტორიაზე ქართულიკულტურის პოპულარიზაცია და ტურიზმის განვითარება იტალიასა და საქართველოს შორის, აგრეთვეკულტურული და პროფესიონალური ცოდნის გაზიარება ქართველ ემიგრანტებს შორის. აგრეთვეკულტურული, მეცნიერული და სოციალური ცენტრების დაარსება ემიგრანტების უკეთესი ინტეგრაციისთვისიტალიაში. ასოციაციის დამფუძნებლები არიან: პრეზიდენტი თამარ ბერიძე, ვიცე-პრეზიდენტი ნუნუ გელაძედა ადმინისტრატორი ანტონიო ვერდე.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ცნობილი ქართველი მწერლის, გიორგი ლობჟანიძის პოეტურიკრებულის ,,სიზმრის ნანგრევებში’’ პრეზენტაცია და პოეზიის საღამო. კრებული იტალიურ ენაზე თარგმნანუნუ გელაძემ, რომელიც აქტიურად ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას იტალიაში. ღონისძიება გახსნა ასოციაცია ,,პიეტრასანტა კულტურა პოლუსის’’ პრეზიდენტმა, პროფესორმა რაფაელე იოვინემ და ასოციაცია ,,მზის სხივის’’ პრეზიდენტნა ადვოკატნა ემანო რესტუჩიმ, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცესგიორგი ლობჟანიძის პოეზიას და ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის კულტურული ხასიათის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საღამოზე მთარგმნელმა, ნუნუ გელაძემ ისაუბრა გიორგი ლობჟანიძის შემოქმედებაზე. ღონისძიებაზე, ასევე, სიტყვით გამოვიდა ასოციაცია ,,ვაზის’’ პრეზიდენტი, თამარ ბერიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული კულტურის გავრცელება იტალიურ ინტელექტუალურ საზოგადოებაშიდა, ასევე, ისაუბრა ახალი ორგანიზაციის მიზნებსა და მისი დაფუძნების აუცილებლობაზე.

პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ ასოციაცია ,,პიეტრასანტას’’ კულტურის განხრით პასუხისმგებლები,კლასიკური ენების და საეთაშორისო კულტურული გაცვლების ექსპერტები, პროფესორი ფრანჩესკაპარლატო და პროფესორი ტიციანა კალვანო. მათ წაიკითხეს და ღრმა ანალიზი გაუკეთეს მწერალ გიორგილობჟანიძის ლექსებს. ღონისძიება დაასრულა სპორტული სამართლის წამყვანმა ადვოკატმა და  ევროპულიკულტურების მცოდნემ ედუარდო კიაკიაომ.

საღამოზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სამზრეულო.