პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიდერლანდებში ხრონინგენის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა


27.05.2019

27 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ გამარჯვებულის ნიდერლანდების სამეფოში ირაკლი კოპლატაძის ორგანიზებით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ ხრონინგენის უნივერსიტეტის იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

დისკუსიის დროს საქართველოს ელჩმა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური განვითარების, საქართველოში მიმდინარე რეფორმების, უსაფრთხოების, ასევე საქართველოსევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, კერძოდ კი ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კუთხით საქართველო-ევროკავშირისთანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

სტუდენტებთან შეხვედრაზე გიორგი შარვაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქ არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მიერსაერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაზე.

ასევე საქართველოს ელჩი სტუდენტებს საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.