პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიუ-იორკის საქართველოს გენერალური საკონსულო დროშის აღმართვის ცერემონიაზე იწვევს დიასპორის წევრებს


22.05.2022

ნიუ-იორკის საქართველოს გენერალური საკონსულო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. 

საკონსულოს ოთხშაბათს, 25 მაისს, 16:30 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ დროშის აღმართვის ცერემონიაზე იწვევს ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართული დიასპორის წამომადგენლებს! 

ქალაქ ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება მანჰეტენის ისტორიულ Bowling Green Park-ში. 

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!