პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიუ იორკში ქართული ღვინის საღამო გაიმართა


29.04.2024

ქალაქ ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 17 აპრილს ქართული ღვინის საღამო გაიმართა. ღონისძიება საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერითა და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის, ქართული ღვინის კლუბის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრას სუზან ინგლეტის გალერეამ უმასპინძლა, ნიუ იორკის ჩელსის უბანში.

ღონისძიებას ესწრებოდა ნიუ იორკში საქართველოს გენერალური კონსული, მაია ბართაია, რომელმაც სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან ისაუბრა ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და წარმოებაზე. ასევე, დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მრავალფეროვანი ქართული კულტურის, ტრადიციებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.