პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პანდემიის ფონზე, 15 ივლისს ბარსელონიდან სამშობლოში კიდევ 177 თანამემამულე დაბრუნდა


17.07.2020

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 15 ივლისს შესრულდა ჩარტერული რეისი ბარსელონიდან.

აღნიშნული ავიარეისით სამშობლოში დაბრუნდა 177 თანამემამულე, მათ შორის, არასრულწლოვნები, ხანდაზმულები, სტუდენტები და პირები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით.

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

შეგახსენებთ, ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების საქართველოში დასაბრუნებლად, დაგეგმილია ფრენების განხორციელება შემდეგი ქალაქებიდან:

 

[ივლისში საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი სპეციალური (სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული) და კომერციული ავიარეისების განრიგი]

[ხშირად დასმული კითხვები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით]