პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პარიზის ,,ღია კარის’’ დღე


08.06.2019

08.06.2019

ა.წ. 8 ივნისს, ქ. პარიზის მე-18 რაიონის სპორტისა და კულტურის ცენტრის დაარსების 10 წლისთავთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებაში სხვა ქვეყნის დიასპორულ ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობა მიიღო პარიზში არსებულმა ქართული კულტურის კერამ - „ლაზი“. ღონისძიებაზე ქართული სიმღერით და ქართული ცეკვით წარსდგა ,,ლაზთან“ არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი.