პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პარიზში გიორგი მიქაძის ბოლო ალბომის პრეზენტაცია გაიმართება


11.01.2024

პარიზში 26 და 27 იანვარს, „Duc des Lombards“-ში ცნობილი ქართველი პიანისტისა და კომპოზიტორის, გიორგი მიქაძის ბოლო ალბომის „Face To Face: The Georgian Songbook Vol. 1“! პრეზენტაცია გაიმართება.

ინოვაციური ალბომი, რომელიც 2024 წლის 2 თებერვალს პრესტიჟული ფრანგული ლეიბლი PeeWee!-ის მეშვეობით გამოვა, გიორგი მიქაძის ქართული მელოდიების, ჯაზის იმპროვიზაციებისა გამორჩეულ შერწყმასა და ტრადიციული ჯაზ ტრიოს სფეროში ფორტეპიანოს, ბასისა და დრამის ერთობლივ თავგადასავალს მოიცავს.

„Face to face“ წარმოადგენს წმინდა ჯაზის პრიზმაში გიორგი მიქაძის ქართული მუსიკის ინოვაციურ ძიებას. ალბომში წარმოდგენილია ქართველი მაესტროების კომპოზიციები, რომლებიც დიდი ხნის დავიწყებულ სტანდარტების ემოციურ და ნოსტალგიურ გამოცდილებას გადმოსცემენ.

გიორგი მიქაძის ტრიო - GIORGI MIKADZE TRIO

FACE TO FACE - The Georgian Songbook Vol.1

კონცერტი გაიმართება ორ სეტად:

26 იანვარი 2024 - 19:30 & 22:00

27 იანვარი 2024 - 19:30 & 22:00

მისამართი: Le Duc des Lombards - 42 Rue des Lombards, 75001 Paris, France.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ:

https://bit.ly/3voW980