პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პეკინში საქართველოს საელჩოში ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიღება გაიმართა


13.02.2023

2023 წლის 12 თებერვალს, პეკინში საქართველოს საელჩოში გაიმართა მიღება, ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

თანამემამულეებს სიტყვით მიმართა, საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ. მან ისაუბრა 2023 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე, ასევე საელჩოსა დიასპორის წარმომადგენლებს შორის აქტიური კოორდინაციის მნიშვნელობაზე.

ვიცე კონსულმა, თამარ ონაშვილმა ყურადღება გაამახვილა, საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურების კუთხით, მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.