პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პირდაპირი რეგულარული ავიარეისები 1 ნოემბრიდან კიდევ 10 მიმართულებით აღდგება


20.10.2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 1 ნოემბრიდან შეზღუდვა მოიხსნება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგი ქალაქების აეროპორტებს შორის:

• დოჰა; • ვარშავა; • ათენი; • ამსტერდამი; • ვენა; • ბერლინი; • მილანი.

შეზღუდვა, ასევე, იხსნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგი ქალაქების აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:

• კატოვიცე; • ვილნიუსი; • დორტმუნდი.

ჩამოთვლილ მიმართულებებზე რეგულარული რეისების განახლების კონკრეტული თარიღების, ფრენის სიხშირისა და განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სხვა მიმართულებებით საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გაგრძელდება 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

შეგახსენებთ, საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს უკვე ახორციელებენ ავიაკომპანიები: „Lufthansa“ - მიუნხენი-თბილისი-მიუნხენი, „Air France“ - პარიზი - თბილისი - პარიზი,  „AirBaltic“ - რიგა - თბილისი - რიგა და „Wizz Air“- რიგა - ქუთაისი - რიგა.

 

საქართველოში / საქართველოდან რეგულარული და ჩარტერული ავიარეისების განრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://gda.ge/pages/sakartveloshidan-frenebis-ganrigi