პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რეჯო კალაბრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!


15.05.2022

რეჯო კალაბრიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

2022 წლის 19 მაისს (ხუთშაბათს) . ბარიში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები გეგმავენ, ერთი დღით ეწვიონ ქ. რეჯო კალაბრიას,  სადაც საქართველოს მოქალაქეებისგან ადგილზე ჩაიბარებენ საკონსულო მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის განცხადებებს:

ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის განახლება;

საქართველოს მოქალაქის რეგისტაცია;

ელექტრონული პირადობის მოწმობის განახლება;

მომზადებული ბიომეტრიული მონაცემების შემცველი საქართველოს მოქალაქის პასპორტის გატანა.

ასევე ადგილზე გაუწევენ კონსულტაციას საკონსულო და სხვა სამართლებრივ საკითხებზე.

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს: 10:00 დან 15:00 მდე

შემდეგ მისამრთზე: Grand Hotel Excelsior- საკონფერენციო დარბაზი, პირველ სართულზე, Via Vittorio Veneto, 66, 89123 Reggio Calabria RC

დამატებითი ინფორმაციისათვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულოს შემდეგ ნომრებზე: 0809189650, 0809189651 (სამუშაო დღეებში 15:00- 17:00საათამდე).