პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რომში ოთარ იოსელიანის 90 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა


05.02.2024

მიმდინარე წლის 2 თებერვალს. ოთარ იოსელიანის დაბადების დღეს, რომის კინო მოყვარულთა ცენტრში (Casa del Cinema) კინორეჟისორის მეგობრები, კოლეგები და თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ ლეგენდარული ხელოვანის 90 წლისთავთან დაკავშირებით პატივის მისაგებად.

ღონისძიება ორგანიზებული იყო კინორეჟისორის იტალიელი მეგობრების, კარლო ჰინტერმანის, ლუჩიანო ბარკაროლისა და დანიელე ვილას მიერ, ვატიკანში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით.

ღონისძიებას არაერთი ცნობილი კინორეჟისორი, კინოკრიტიკოსი, სცენარისტი, პრესტიჟული იტალიური და საერთაშორისო კინოფესტივალების დირექტორი ესწრებოდა. საღამოზე იმყოფებოდნენ, ასევე, ოთარ იოსელიანის ოჯახის წევრებიც.

სხვა გამომსვლელებთან ერთად, სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა ვატიკანში სოფო ქარცივაძემ, რომელმაც ისაუბრა იოსელიანის შეუდარებელ წვლილზე ქართულ და მსოფლიო კინოში, მისი ფილმების უნივერსალურ, მაგრამსიღრმისეულად ქართულ სულზე.

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა ვატიკანში სოფო ქარცივაძემ, რომელმაც ისაუბრა ოთარ იოსელიანის მიერ ქართულ და მსოფლიო კინოში შეტანილ წვლილზე, მისი ფილმების უნივერსალურ დ ამავდროულად, სიღრმისეულად ქართულ სულზე.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მცირე მიღება, სადაც სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს. საღამოს დასასრულს კი, კინომოყვარულებს მისი ბოლო ფილმის ‘’Chant d'hiver’’ -ის ყურების შესაძლებლობა მიეცათ.