პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საერთაშორისო ქალთა ასოციაციის საქველმოქმედო საშობაო ბაზრობა ბუქარესტში


15.12.2023

2023 წლის 10 დეკემბერს, რუმინეთში საქართველოს საელჩომ ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ქალთა ასოციაციის (IWA) საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაზე.

საერთაშორისო ქალთა ასოციაციის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პატრონაჟით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში აკრედიტებულმა 55-ზე მეტმა საელჩომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ.

საქართველოს საელჩოს სტენდზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ტრადიციული კერძები, სუვენირები და პუბლიკაციები საქართველოს პოპულარიზაციისათვის.

საშობაო ბაზრობის შედეგად მიღებული თანხა გადაეცა ღონისძიების ორგანიზატორებს, რომელიც მოხმარდება ხანდაზმულთა მხარდაჭერას.