პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საფრანგეთში საქართველოს ელჩი გაცვლითი პროგრამის მონაწილე ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა


11.01.2024

8 იანვარს, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა და იუნესკოში მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა შეხვედრა გამართა ახალგაზრდა თაობის" Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილე ქართულ გუნდთან. შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.

ელჩმა ახალგაზრდებს გააცნო საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. ასევე ისაუბრა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტებზე.

ბატონმა გოჩა ჯავახიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების მნიშვნელობას, როგორც ქვეყნისთვის ისტორიულ გადაწყვეტილებას. ასევე აღნიშნა გადაწყვეტილებაში საფრანგეთის მიერ შეტანილი როლი.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ლევილის მამულს. ელჩმა გაცვლითი პროგრამის მონაწილეებს გააცნო ლევილის მამულის ისტორია და სამომავლო გეგმები.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას იღებენ საქართველოს, საფრანგეთის, ესტონეთისა და სომხეთის ახალგაზრდები.