პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა მინისტრი ირლანდიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა


15.09.2023

ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ირლანდიაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა ირლანდიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა.

მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქართული დიასპორის მნიშვნელოვანი როლი ირლანდიაში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. აგრეთვე, ვრცლად მიმოიხილეს სახელმწიფოს მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერისკენ მიმართული ძალისხმევა, რაც, მათ შორის, სხვადასხვა პროგრამასა და პროექტში გამოიხატება.

მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მიერ დაგეგმილ აქტივობებში და გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები ქვეყნის იმიჯის განმტკიცებისა და გაძლიერებისთვის.

დიასპორის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირლანდიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერისთვის.