პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასაახალწლო და საშობაო მილოცვა თანამემამულეებს


30.12.2023

ძვირფასო თანამემამულენო,

გილოცავთ დამდეგ ახალი წელს და შობის დღესასწაულს, მშვიდობას და წარმატებას გისურვებთ თქვენდა თქვენს ოჯახებს!

2024 წელს საქართველო ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ისტორიული გადაწყვეტილებით ეგებება- საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც  ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენიმოქალაქეებისთვის მშვიდობას და კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

ქართული სახელმწიფოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ეტაპზე,ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ნაწილის, ქართული დიასპორის ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობასიძენს, რადგან ჩვენმა დიასპორამ კარგად იცის ევროპულ ღირებულებათა ფასი, იმ სიკეთეების არსი, რისი მოტანაც ევროპული ოჯახის წევრობას შეუძლია.

მადლობას ვუხდით თითოეულ თანამემამულეს, ვინც არ დაიშურა ძალისხმევა, საქართველოსხელისუფლებასთან და მის ხალხთან ერთად ეღვაწა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, საერთაშორისოასპარეზზე საქართველოს სახელის განსამტკიცებლად.  ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე დიასპორისპოტენციალის, მისი  უნიკალური რესურსის ჩართვა სახალხო, თუ კულტურული დიპლომატიისმრავალმხრივ ღონისძიებებში განსაკუთრებულ იმპულსს მატებს საერთო ეროვნულ ძალისხმევას და მისმასტიმულირებელ ძალას წარმოადგენს. ჩვენი დიასპორა გამუდმებით ზრუნავს საქართველოს ცნობადობის გაზრდაზე, ახდენს ჩვენი მიღწევებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას, ცდილობსგაზარდოს საქართველოს მეგობართა წრე და მხარდამჭერთა რიცხვი, რაც ეხმარება ქვეყნის საგარეოპოლიტიკური მისწრაფებების განხორციელებას.

ის, რომ საქართველო დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ერია, კიდევ ერთხელ წარმოჩინდა 2023 წელს ბელგიაში მიმდინარე  კულტურის საერთაშორისო ფესტივალში „ევროპალია“ საქართველოსსტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობით, რაც უნიკალური შესაძლებლობა გახლდათ ევროპისპოლიტიკურ ცენტრში საქართველოს მდიდარი კულტურის წარმოსაჩენად. აქაც, საზღვარგარეთ მოღვაწეხელოვანებმა, ქართულმა დიასპორამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა და დაანახა ევროპას, რომ  საქართველოს ევროპისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, რომ ის, მდიდარი, მრავალფეროვანიკულტურით და უნიკალური ტრადიციებით, იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას.  

საქართველოს სახელმწიფოს მიერ დიასპორული პოლიტიკის განხორციელება უმაღლეს პოლიტიკურდონეზეა დეკლარირებული. საქართველოს ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობსდიასპორის გაძლიერებას სხვადასხვა პროექტისა თუ პროგრამის ფარგლებში,  რომლითაც ათასობითჩვენი თანამემამულე სარგებლობს. მიმდინარე წელს საგარეო უწყებამ გაზარდა დიასპორული საგრანტოპროექტებისა და ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროგრამების ინტენსივობა. მათ შორის მაღალიინტერესის გათვალისწინებით ორჯერ გამოცხადდა დიასპორული ინიციატივების საგრანტო კონკურსი, რაც ემსახურება ქართულ დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერებას და საზღვარგარეთ საქართველოს  პოპულარიზაციისხელშეწყობას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდროთანამშრომლობით, დიდი ყურადღება ეთმობა საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებშისწავლების პროცესის გაუმჯობესებას, სახელმძღვანელოების სრულყოფას და პედაგოგებისკვალიფიკაციის ამაღლებას.

კვლავ გრძელდება საქართველოს განვითარების პროცესში მაღალი კვალიფიკაციის მქონეთანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა, იმ თანამემამულეთა ღვაწლის აღიარება, რომლებმაცპროფესიულ წარმატებას მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და თავიანთი წვლილი შეაქვთსამშობლოს კეთილდღეობაში.

სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, ჩვენ ახალ ხარისხში ავიყვანეთ ქართული დიასპორისმონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. ჩვენი უწყების ორგანიზებით ჩატარდა დაკვლავ იგეგმება ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმები, რაც მნიშვნელოვანი გზავნილიგახლავთ, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენითანამემამულეებისა და საქართველოს უცხოელი მეგობრებისთვის, ამ მიმართულებით სახელმწიფოსმხრიდან მხარდაჭერის მზაობის გამოსახატად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზად არის თქვენთან კიდევ უფრო მჭიდროთანამშრომლობისთვის, რათა ერთობლივი ძალით გადავლახოთ ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებიდა მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის  უკეთეს მომავალს.

ჩვენი ერთიანობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, საქართველოსთვის ამ მეტადმნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენიწინაპრების ძალისხმევას საერთო ევროპულ ოჯახში გასაერთიანებლად.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო