პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო კონკურსი მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის


04.02.2022

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის.
კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით მხარი დაუჭიროს მოქმედი სოციალური საწარმოების საქმიანობის გაფართოვებას და განვითარებას, რომლებსაც უკვე აქვთ ხელშესახები სოციალური გავლენა და ეკონომიკური შემოსავლები.
საგრანტო კონკურსში მონაწილოების მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10%-იანი თანამონაწილეობა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 28 თებერვალი, 18:00 სთ.

განაცხადის ფორმის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად, ელ. ფოსტის საშუალებით, მისამართზე: [email protected]

საკონსულტაციო შეხვედრა დაინტერესებულ პირებთან ჩატარდება ონლაინ Zoom- პლატფორმის გამოყენებით 7 თებერვალს 11:00 საათზე და 21 თებერვალს 11:00 საათზე.
შეხვედრაზე რეგისტრაციის ლინკის მისაღებად დააჭირეთ აქ.

დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:

https://bit.ly/3unkF6T