პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო კონკურსი სამთო ტურიზმის განვითარებისთვის სვანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში


10.07.2020

ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, პროექტ GRETA-ს ფარგლებში (მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა), სამთო ტურიზმის განვითარების მიზნით, საგრანტო კონკურსი გამოაცხადეს.

კონკურსის გეოგრაფიული არეალი მოიცავს მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებს.

ტურიზმის განვითარების ინიციატივის ფარგლებში, დაფინანსების მოცულობა შეადგენს 5 000-დან 50 000 ევროს ჩათვლით. აპლიკანტის მხრიდან თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს. წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია მინიმუმ 6 თვით და არ უნდა აჭარბებდეს 24 თვეს. ყველა დაგეგმილი აქტივობები დასრულებული უნდა იყოს 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზემოაღნიშნულ მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ კომერციულ და არაკომერციულ კომპანიებს ან პიროვნებებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან აღნიშნულ სამიზნე რეგიონებში ან რომლის საქმიანობის ძირითად ნაწილს პროექტით დაფარულ არეალებში წარმართავენ / უნდა წარმართონ.

 

განაცხადის წარდგენის საბოლოო თარიღია 2020 წლის 3 აგვისტო (18:00 სთ. თბილისის დროით).