პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო პროგრამის -„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა


09.03.2022

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ - ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა  2022  წლის 21 მარტის (თბილისის დროით 24:00 საათი) ჩათვლით. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დიასპორის წარმომადგენლების თხოვნის გათვალისწინებით.

მიზნები:

პროგრამის მიზანს წარმოადგენს, საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალისა და ქართული წარმოების პოპულარიზაცია, აგრეთვე, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

გამარჯვებულის გამოვლენა:

პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსისი წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროსსაქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისსაქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურისსპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.

მონაწილეობის კრიტერიუმები:

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში, არანაკლებ, შემდგომი 1 წლის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.

განაცხადების მიღება:

საგრანტო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 1 თებერვლიდან 21 მარტის ჩათვლით.

განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected]

დანართები:

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია: