პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო პროგრამის - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“- ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა


04.02.2022

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საგრანტო პროგრამის -  „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“- ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა  2022  წლის 21 მარტის (თბილისის დროით 24:00 საათი) ჩათვლითგადაწყვეტილება მიღებულ იქნა დიასპორის წარმომადგენლების თხოვნის გათვალისწინებით.

პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ისე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.

აღსანიშნავიარომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 117 ქართული  ანსამბლი მოქმედებს

კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები;

საგრანტო განაცხადის წარდგნა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წლისთებერვლიდან  21 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.

პროგრამის მიზნების შესაბამისადპროექტების წარდგენა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);

დანართები:

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირები: